რა არის უკეთესი ცხოვრება?

დღევანდელი ცხოვრება – რეალობა – რომ თავისუფალი, თანასწორი არ არის ადამიანებისთვის დედამიწის ნებისმიერ წერტილში ამაზე მგონი ყველა ვთანხმდებით და თუ ვინმე ამას არ ეთანხმება – მარტივად, პრობლემები აქვს. ასევე ყველა უნდა (!) შევთანხმდეთ იმაშიც, რომ უკეთესი რეალობა შესაძლებელია.

მაგრამ რას წარმოადგენს ეს უკეთესი რეალობა?

გადავხედოთ ისტორიას – მისი ალბათურობისდა მიუხედავად და მივხვდებით, რომ ადამიანებს განსხვავებულ დრო-სივრცეში განსხვავებულ რეალობაში უწევდათ ცხოვრება. განსხვავებები კი მრავლად არის. ნუ ვილაპარაკებთ იდეოლოგიებსა თუ ხალხთა მართვის ფორმებზე. ეს არ არის აქ მთავარი. მთავარი და ყურადსაღები ის არის, რომ განსხვავებული ცხოვრება შესაძლებელია. ე.ი. ჩვენი დღევანდელობა არ არის სტატიკური, დაწესებული რაიმე ძალის მიერ.

და რატომ არ უნდა ვეცადოთ დღევანდელობაც ისე შევცვალოთ როგორც შეიცვალა ვთვაქთ, მონარქია, მონათმფლობელობა – და შევცალოთ უკეთესობისკენ?! ამის საპირისპიროდ გონიერი მიზეზი არ არსებობს. თუმცა, მიზეზები არსებობს და ეს მიზეზები იმ ადამიანების მოფიქრებული და ინტეგრირებულია საზოგადოებაში, ვინც დღევანდელობით ხელს ითბობს. ისიც, ფაქტია, რომ დღევანდელობით არათუ უმრავლესობა, არამედ მხოლოდ გარკვეული უმცირესობა “ითბობს ხელს”.

ე.ი. დღევანდელობა უსამართლოა.

დღეს არ ვართ თავისუფალნი, დღეს არ ვართ თანასწორნი. (ახალი ამბავი!)

ვინც ადამიანების, როგორც ერთი სახეობის ამ ორ დიდ უფლებას არ აღიარებს, იმათზე აქ ვერ ვისაუბრებთ – სწორედ ასეთი ადამიანები უშლიან რეალობას ხელს უკეთესად იქცეს, უფრო სწორედ კი გვიშლიან ხელს ცხოვრება თავისუფალი და ყველასათვის თანაბრად ხელმისავწდომად ვაქციოთ ჩვენვე, ადამიანებმა.

და მაინც რა შეიძლება იყოს უკეთესი ცხოვრება?

სანამ ამას ვიტყოდეთ, შევთანხმდეთ, რომ თავისუფლება და თანასწორობა რაოდენობრივ და ხარისხობრივ გრადაციებს არ ემორჩილება – ისინი აბსოლუტური ცნებებია. ან გაქვს და ხარ – ან არა. ვერ იქნები მეტად ან ნაკლებად თავისუფალი ან თანასწორი, მითუმეტეს სხვა ადამიანთან შედარებით.

დღეს დედამიწაზე ზოგი უფრო მეტად იჩაგრება და ზოგი ნაკლებად. (მოდით ტანჯვა, უთანასწორობა, მონური შრომა და მკვლელობაც კი და საერთოდ დღევანდელობის ყველა მანკიერება, რომლებიც შედეგია იმ მართვისმოყვარული ადამიანების არსებობისა, ერთ სიტყვაში – ჩაგვრაში გავაერთიანოთ. ასე უფრო გამიადვილდება სათქმელის გადმოცემა). მაგ: მე. რათქმაუნდა მე ნაკლებად ვიჩაგრები ვიდრე მაგ: რომელიმე სხვა ადამიანი – ან პირიქით. მაგრამ ეს უფლებას გვაძლევს ჩემს თავს უკეთესი ცხოვრებისა და არსებობის იარლიყი მივაკრა? არა. და აი რატომ, ჩაგვრა ნებისმიერი ხარისხით არის ჩაგვრა და ისეთივე აბსოლიტური ცნებაა, როგორც თავისუფლება და თანასწორობა. ან იჩაგრები ან არა. (თუმცა აქ მოგვიწევს დავამატოთ “მჩაგვრელის” კატეგორიაც). მოკლედ, გრადაციები მიუღებელია და ვინც თუნდაც მცირე რაოდენობისა და ხარისხის ჩაგვრაზე თვალს ხუჭავს იგი აბსოლიტურად ჩაგვრის მომხრეა და მისი ‘დამქაშია’.

ე.ი. უკეთეს ცხოვრებად შეგვიძლია მივიჩნიოთ რეალობა სადაც ჩაგვრა აბსოლიტურად არ არსებობს.

და ასეთი ცხოვრება შესაძლებელია?

დიახ. ადამიანები ერთმანეთ ვეხმარებით. და თუ ერთმანეთს ვძარცვავთ, ვაზიანებთ და სიცოცხლესაც ვუსწრაფებთ ამის მიზეზი (ძირითადად) სოციალურ აღზრდასა და სოციალურ უთანასწორობაში უნდა ვეძიოთ. სტატისტიკას, ისტორიას, ფსიქოლოგიასა და ევოლუციას თავი რომ დავანებო, მე ცხოვრებას ჩაგვრის გარეშე სავსებით შესაძლებლად მივიჩნევ ყოველდღიურობაზე, უბრალო ადამიანებზე დაკვრივებით, მიუხედავად ამდენი არაადამიანობისა და მანკიერების არსებობისა საზოგადოებაში.

აქვე, საინტერესოა თუ რატომ იწვევს ეს ორი სიტყვა ასეთ შეუსაბამო რეაქციებს, რასაც ყოველდღიურობაში ვაწყდებით? თითქოს ისინი არაადამიანური ცნებები იყოს და მეტიც შეუძლებელიც განხორციელებაში და უფრო მეტიც – უცხოპლანეტური მნიშვნელობის. პასუხი იმაშია, რომ რაც უფრო შორდება რაღაც ყოველდღიურობას მით უფრო უცხო ხდება, არაადამიანური. საკმარისია თქვათ ეს ორი სიტყვა ‘სამეგობრო წრეში’ და მყისვე, უკეთეს შემთხვევაში დაცინვის ობიექტი გახდებით. ეს ორი ცნება ისეთივე ყოველდღიურია, ისეთივე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტიც კი არსებობისთვის როგორც მაგალითად წყალი სიცოცხლისთვის. წყალი ჩვენი ყოველდღიურობაა და მის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია, მაგრამ მისი წარმოთქმა ადამიანების ჯგუფში კი არ იწვევს ისეთ დიდი რეაქციას და გამოძახილს როგორც თავისუფლება და თანასწორობა (ვგულისხმობ არაბუნებრივ, დეფექტურ რეაქციებს). ეს იმიტომ, რომ წყალი (ჯერ-ჯერობით) სისტემის არსებობისთვის საშიში არ არის. ყოველდღიურობა და ჩვეულებრიობა საერთოდ არ აკნინებს მათ მნიშვნელობას. პირიქით! ისინი არაფერს წარმოადგენენ, საერთოდ არაფერს მაშინ, თუ მათი არსებობა და კუთვნილება პრივილეგირებულია. და საერთოდაც, ამ მდგომარეობაში -ვგულისხმობ პრივილეგიას – ისინი არ არსებობენ.

 

 

Advertisements

ფუტუიამა

– ტომ, ხომ შეგვეძლო სხვანაირად გვეცხოვრა?
– რა? ვერ გავიგე, ჩვენ?
_ არა, ჩვენ არა. ყველას, ადამიანებს…
_ რატომ, ასე ცხოვრება არ მოგწონს?
_ არა ეგ არაფერ შუაშია. ხშირად მიფიქრია ამაზე. სულ მინდოდა დაგლაპარაკებოდი და აი, უცებ გადავწყვიტე.
ქალმა ტომს გაუღიმა და ხის უშველებელი ტოტიდან დაწნული კიბით მეორე ტოტზე გადაინაცვლა. საოცარი იყო მისი სხეული მთვარის შუქსა და უამრავი ტოტის ფონზე, რომლებიც ამაოდ ცდილობდნენ დაუფლებოდნენ სხეულს.
ქალმა განაგრძო:
სრულად